LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარშავიდან ჩამოსული 20 წლის ბიჭი გაუჩინარდა – ის ბოლოს ოთხი დღის წინ, სადგურის მოედანთან ნახეს

208
77

თბილისში 20 წლის  მამაკაცს  ეძებენ, რომელიც 4 დღის წინ გაუჩინარდა.

20 წლის ნოდარ თამარიანი ვარშავიდან საქართველოში 14 აგვისტოს ჩამოფრინდა, მეორე დღეს კი მისი კვალი გაქრა.

“დაიკარგა ნოდარი თამარიანი, 20 წლის. ჩამოფრინდა ვარშავიდან ქუთაისის აეროპორტში. 14 აგვისტოს საღამოს 9:42 წუთზე. კამერებმა დააფიქსირა, რომ გამოვიდა აეროპორტიდან და ერთი ღამე გაათია სასტუმროში. ეს ფაქტიც დააფიქსირა კამერებმა!

მეორე დილით 10 დან 11 საათამდე გამოვიდა სასტუმროდან და წავიდა სამარშრუტო ტაქსებისკენ, რომ წასულიყო თბილისის მიმართულებით. ესეც დააფიქსირა კამერებმა!

არ მისული სადგურამდე, პატარა მონაკვეთში, მისი კვალი გაქრა. 4 დღეა ეძებს პოლიციაც! თუ ვინმეს გეცნობათ, ან გინახავთ, შეგვეხმიანეთ, გთხოვთ.

საკონტაქტო ნომრები:

555407303 ეკა

579230860 ნუგო

ინფორმაცია პირადში ან ნომერზე მოგვწერეთ”, – წერს ნათია სალაძე სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები