ვარშავაში დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რიგით 28-ე სამიტი იხსნება.
სამიტს ქართული დელეგაციაც ესწრება.
NATO -ს სამიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და თავდაცვის მინისტრის ორმხრივი შეხვედრებიც.
სამიტზე შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაში საქართველოს ჩართვაზეც იმსჯელებენ.
სამიტში მონაწილეობას მიიღებს 58 ოფიციალური დელეგაცია, მათ შორის 28 წევრი სახელმწიფო და მონტენეგრო, ასევე 26 პარტნიორი ქვეყანა და გაერო-ს, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციები.
სამიტს ასევე დაესწრება 2 500-მდე ოფიციალური დელეგატი და მედიის 2 000 წარმომადგენელი.