LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარშავა-თბილისის მიმართულებით ფრენა, სავარაუდოდ, 1-ლი ივლისიდან აღდგება

153
LOT-plane

LOT Polish Airlines საქართველოს მიმართულებით რეგულარული რეისების აღდგენას 1-ლი ივლისიდან გეგმავს. პოლონურმა ავიაკომპანიამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ იმ მიმართულებების რუკა გამოაქვეყნა, სადაც 1-ლი ივლისიდან პირდაპირ, რეგულარულ რეისებს აღადგენს. მიმართულებების რუკაზე ვარშავა-თბილისის მიმართულებაცაა.

“მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ საერთაშორისო ფრენების ნაწილს 1 ივლისიდან აღვადგენთ. აღნიშნული საერთაშორისო ფრენების ქსელი მოქმედია 14 ივლისამდე. ყველა საერთაშორისო ფრენაზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება 18 ივნისიდან. შეამოწმე, სად შეგიძლია წასვლა”, – აღნიშნულია LOT Polish Airlines-ის განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები