ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი ვარლამ ლიპარტელიანი საქართველოში დაბრუნდა. მას გულშემატკივრები აეროპორტში დახვდნენ და თბილი შეხვედრა მოუწყვეს.
გამარჯვებულ სპორტსმენს თბილისის აეროპორტში შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელები, დაცვის პოლიციის თანამშრომლები, გულშემატკივრები და ახლობლები დახვდნენ.
შეგახსენებთ, ლიპარტელიანმა ძიუდოში 90 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა, წარმატებით გაიარა წინასაფინალო შეხვედრები და მხოლოდ ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.