ვარკეთილის ხიდების რეაბილიტაცია იწყება – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, პროექტი 7 თვეს გასტანს და მისი ღირებულება იქნება 1,5 მილიონი ლარი.
„ეს ხიდები არის ექსპლუატაციაში და მათი რეაბილიტაცია დღემდე არ განხორციელებულა. რეაბილიტაციის პროცესი მოიცავს დაზიანებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციის დემონტაჟსა და ახლის აშენებსას. კონსტრუქციის აღდგენის შემდეგ დაიგება ახალი საფარი,“ – განაცხადა კალაძემ.