LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარჯიშის დროს პირბადე სავალდებულო იქნება – გაიგეთ, კიდევ რა წესების დაცვა მოგიწევთ ფიტნეს ცენტრებში

127
cardio-1

15 მარტიდან სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განსაზღვრული წესებით განაახლებენ. მას შემდეგ, რაც ფიტნეს ცენტრების გახსნის თაობაზე საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, განახლდა ის რეკომენდაციები და მოთხოვნები, რომლის დაცვითაც მოუწევთ ობიექტებს საქმიანობა.

კერძოდ, სავარჯიშო დარბაზის ყოველ 6 კვ. მეტრ ფართობზე დაიშვება 1 ვიზიტორი; გასახდელები გამოიყენება მხოლოდ პირადი ნივთებისთვის; პირებმა უნდა გამოიყენონ მხოლოდ საკუთარი რეკვიზიტები: გასახდომი ქამრები, ხელთათმანები და ა.შ. ; ყველა პირი ვალდებული იქნება კლუბში შესვლისას და კლუბში ყოფნისას ყველა ზონაში ატაროს ნიღაბი, გარდა მაღალი ინტენსიური (კარდიო ვარჯიშები, ანაერობული ვარჯიშები, ფიქსირებული მძიმე წონების ვარჯიშები ჰამერზე, სხვა მაღალინტენსიური აქტივობა) ვარჯიშების შესრულებისა – ეს იმ წესების ნაწილია, რომელთა დაცვაც როგორც ფიტნეს ცენტრებში მისულ მომხმარებლებს, ისე თვითონ დაწესებულებს მოუწევთ.

გარდა ამისა, დაწესებულების შესასვლელში უნდა მოხდეს თერმოსკრინინგი ტემპერატურის დისტანციურად მზომი ხელსაწყოთი, ან ვიდეოსკრინინგით. ცხელების შემთხვევაში, უნდა აღირიცხოს და ეცნობოს 112-ის ცხელ ხაზს. ამასთან, შენობის ყველა შესასვლელში უნდა განთავსდეს დეზობარიერები, ხოლო პერსონალისთვის და მომხმარებლისთვის მათთვის ხელმისაწვდომ ადგილას უნდა განთავსდეს სადეზინფექციო ხსნარები მათი სწორად მოხმარების წესებით; საერთო მოხმარების სივრცეებში ადამიანებს შორის დისტანცია 2 მეტრი უნდა იყოს, ხოლო ვარჯიშის კონტაქტური სახეობებისთვის დასაშვებია უსაფრთხო დისტანციის განსხვავებული ნორმის დაცვა; კლუბის ტერიტორიაზე ნებისმიერი პირის მიერ გამოყენებული ხელსახოცები და სხვა ნარჩენები დახურულ კონტეინერში განთავსების შემდეგ დროულად უნდა იქნეს გატანილი შესაბამისი პირის მიერ; საერთო გამოყენების სველი წერტილები 1 საათიანი ინტერვალით უნდა დასუფთავდეს; უპირატესობა უნდა მიენიჭოს უნაღდო ანარიშსწორებას; ნაღდი ფულის მიღების შემთხვევაში უნდა მოიყენონ ხელთათმანები; მიმღებში უნდა დამონტაჟდეს გამჭვირვალე ბარიერები და სხვა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები