LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარჯიში მეხსიერებას აუმჯობესებს

22

მარტივ ფიზიკურ ვარჯიშს მეხსიერებისა და ყურადღების გაუმჯობესება შეუძლია.

ავსტრალიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იოგა თუ ტაი-ჩი ზრდასრულ ასაკში კოგნიტური შესაძლებლობების შენარჩუნების საუკეთესო საშუალებაა. უფრო მეტიც, თუკი ადამიანი მსუბუქ ვარჯიშს კვირაში 45 წუთს მაინც დაუთმობს, ეს აზროვნების უნარსა და მეხსიერებაზე დადებითად აისახება. ანუ სპეციალისტებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ფიზიკური აქტივობა გონებრივი შესაძლებლობების შენარჩუნებისთვის აუცილებელია.

საინტერესოა, რომ ასეთი დასკვნა ექსპერტებმა 50 წელს გადაცილებული მოხალისეების შესწავლის შემდეგ მიიღეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები