სრულდება წელი და გამოცემები წლის შეჯამებებს გვთავაზობენ. ამჯერად Variety-მ „წლის ყველაზე ცუდი მხატვრული ფილმების“ ათეული გაავრცელა. ცნობისთვის, სია კინოკრიტიკოსებმა პიტერ დებრიუჟმა და ოუენ გლეიბერმანმა შეადგინეს.
ჩამონათვალში ისეთი ფილმები განთავსდა, როგორებიცაა: „ამსტერდამი“, „მინიონები: გრავიტაცია“, „ძვლები და სხვა დანარჩენი“, „ცეცხლის წამკიდებელი“, „სურვილების 3 ათასი წელი“ და ა.შ…
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ აღნიშნულ კინოსურათებში მსოფლიოს წამყვანი მსახიობები მონაწილეობენ, მაგალითად: კრისტიან ბეილი, მარგო რობი, ტილდა სუინტონი და სხვები…
2022 წლის ყველაზე ცუდი ფილმების ათეული ასე გამოიყურება:
1. „ამსტერდამი“
2. „მინიონები: გრავიტაცია“
3. „ძვლები და სხვა დანარჩენი“
4. „ცეცხლის წამკიდებელი“
5. „სურვილების 3 ათასი წელი“
6.„ქერა“
7. „დიდი ბაგი“
8. „ბუშტი“
9. „სპაიდერჰედი“
10. „კოდი 355“