სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარს 11 აპრილს გადასცემს. ამის შესახებ ის “ტვიტერზე” წერს.
„ევროკომისიის პრეზიდენტმა, ფონ დერ ლაიენმა კითხვარი უკრაინას გუშინ გადასცა, მე კი ორშაბათს გადავცემ საქართველოსა და მოლდოვას. პასუხი დაეხმარება ევროკომისიას, რომ მოამზადოს მოსაზრებები სამი ქვეყნის მიერ ევროკავშირში გაკეთებული განცხადებების შესახებ, როგორც ამას ითხოვს ევროკავშირის საბჭო”, – წერს ოლივერ ვარჰეი “ტვიტერზე”.
ცნობისთვის, მანამდე საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი საქართველოს მომავალ კვირას გადმოეცემა.
President @vonderleyen handed over the questionnaire to #Ukraine yesterday and I will hand the questionnaire over to #Georgia & #Moldova on Monday. The answers will help @EU_Commission to prepare opinions on #EU applications of the three countries, as asked by #EUCO. pic.twitter.com/4fHwWcEIs5
— Oliver Varhelyi (@OliverVarhelyi) April 9, 2022
ოლივერ ვარჰეის ამ განცხადება ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
„მადლობა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ გადამწყვეტ დღეს და მზად ვართ სწრაფად ჩავერთოთ ამ პროცესში ხალისითა და მონდომებით“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ტვიტერზე“.