Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის გეოლოგიური შესწავლა მიმდინარეობს – სპეციალისტები ქვათაცვენის შედეგად დაზიანებულ უბნებს სწავლობენ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის გეოლოგიური შესწავლა მიმდინარეობს – სპეციალისტები ქვათაცვენის შედეგად დაზიანებულ უბნებს სწავლობენ

34
Untitled design (9)

ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს განვითარებული პროცესების შედეგებს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე სწავლობენ.

ვარძიის მუზეუმის მიმდებარედ, მთის ფერდობზე ქვათა ცვენა იყო – კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს:

„დღეს დილიდან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებთან ერთად, გუშინ, 18 ოქტომბერს, ქვათაცვენის შედეგად დაზიანებულ უბნებს ადგილზე სწავლობენ.

პროცესის დასრულების შემდეგ გაიცემა გეოლოგების დასკვნა/რეკომენდაციები, რის საფუძველზეც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შეიმუშავებს შემდგომ სამოქმედო გეგმას. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სარგებლობს შემთხვევით და მადლობას უხდის გარემოს ეროვნულ სააგენტოს ოპერატიული რეაგირებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

აღსანიშნავია ისიც, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით მიმდინარეობს ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის კრიტიკული უბნების გამაგრება-სტაბილიზაცია.

ამჟამად დასრულების ეტაპზეა იტალიელი სპეციალისტის, ინჟინერ-გეოლოგ კლაუდიო მარგოტინის (სრული პროფესორი) პროექტის შესაბამისად კლდის დაზიანებული მონაკვეთების გამაგრება-სტაბილიზაცია, ანკერირება/ინექტირების მეთოდით 3 კრიტიკულ უბანზე (არეალი С, არეალი E და არეალი F)“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.