21 ოქტომბერს ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე 3 ბიულეტენს მიიღებს.
“ღია ცისფერი ბიულეტენი განკუთვნილია პროპორციული არჩენებისთვის და ამომრჩეველი მისი საშუალებით საარჩევნო პარტიას ან საარჩევნო ბლოკს აირჩევს. ვარდისფერი ბიულეტენი განკუთვნილია საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად, ხოლო მესამე, რომელიც ღია მწვანე ფერისაა, განკუთვნილია თვითმმართველი ქალაქის მერის, ან თვითმმართველი თემის მერის ასარჩევად.
“საარჩევნო ადმინისტრაცია ემზადება იმისთვის, რომ არჩევნები იყოს პროფესიულად და ყველასთვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩატარებული. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბიულეტენების ბეჭვდის პროცესი,” – განაცხადა ცესკოს სპიკერმა, ანა მიქელაძემ.