დედოფალი ელისაბედი ჩელსიში ყვავილების ცნობილ გამოფენას სტუმრობდა. ღონისძიება დედოფლის უშუალო პატრონაჟით იმართება და ჯამში მონარქი ამ ღონისძიებაზე 50-ჯერ არის ნამყოფი.
დედოფალი ღონისძიებაზე საკუთარი ოთხადგილიანი „როლს როისით“ გამოჩნდა, რომლის ღირებულება 62 ათასი ფუნტი სტერლინგია. ავტომობილი ელემენტებზე მუშაობს და მას 80 კილომეტრის მანძილზე გადაადგილება შეუძლია. ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო 10 წლის მანძილზე, როცა მონარქი საზოგადოებაში ამ ტრანსპორტით გამოჩნდა.
96 წლის ელიზაბეტი ბრწყინავდა ვარდისფერ კაბაში და ფანტასტიკურ განწყობაზე ჩანდა.
დედოფალმა ელისაბეთმა ძაღლებისთვის ახალი სუნამო გამოუშვა, რომლის ფასი 13 დოლარია