LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარდი სვამს: ინგლისელს პორტვეინი და Red Bull წესად ექცა

185

”ლესტერის” ფორვარდი ჯეიმი ვარდი თამაშამდე ნახევარ ბოთლ პორტვეინს და სამ ქილა Red Bull-ს სვამს.

”არ ვიცი ეს რატომ მოხდა, მაგრამ 2015/16 წლების სეზონიდან მოყოლებული ყოველი მატჩის წინ წესად მაქვს ერთი ჭიქა პორტვეინის დალევა. არ ვარ ცრუმორწმუნე, მაგრამ როდესაც პირველსავე თამაშში გავიტანე ”სანდერლენდთან”, გადავწყვიტე არაფერი არ შემეცვალა”, – დაწერა ვარდის სიტყვები Independent-მა.

რაც შეეხება Red Bull-ს, ფორვარდი პირველ ქილას ჯერ კიდევ საუზმემდე მიირთმევს, მეორეს – ვარჯიშამდე, მესამეს – თამაშზე გასვლის წინ.

”სამი Red Bull, ორმაგი ესპრესო, ომლეტი ლორით და ისე დავრბივარ როგორც ციყვი”, – ამბობს ”ლესტერის” თავდამსხმელი.

წლევანდელი პრემიერლიგის 6 მატჩში ჯეიმიმ 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მისცა.
გასულ სეზონში კი მის ანგარიშზე 24 გოლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები