პარფიუმერულმა კომპანიამ ”ისი-პარი” ქართველ მომხმარებელს ახალი სუნამო წარუდგინა. სუნამო სახელწოდებით Izia ქალბატონებისთვის შეიქმნა და ფრანგულ ბრენდ Sisley-ს ეკუთვნის.
როგორც ”ფორტუნას” ”ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხატია შამუგიამ განუცხადა, ახალი სუნამოს შეძენა მომხმარებელს ”ისი-პარის” ყველა ფილიალში უკვე 22 თებერვლიდან შეუძლია. სუნამო სამნაირ შეფუთვაშია – 30, 50 და 100 მილილიტრიან შეფუთვებში. შესაბამისად, ღირებულებაც 195 ლარიდან იწყება და 430 ლარამდეა.
”Sisley – ეს ის ძვირფასი მარგალიტია, რომელიც საქართველოში ექსკლუზიურად ”ისი-პარის” მაღაზიათა ქსელშია წარმოდგენილი და ჩვენ ამით ვამაყობთ. აღნიშნული ფრანგული ბრენდი პარფიუმერიის ძვირადღირებულ კატეგორას მიეკუთვნება. რაც შეეხება უშუალოდ Izia -ს – ეს არის 2017 წლის ახალი არომატი Sisley-სგან. სუნამოს გააჩნია მართლაც რომ ჯადოსნური არომატი, რომლის მთავარი ინგრედიენტი ბუნებრივი, მანათობელი და უნიკალური ვარდი გახლავთ. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სუნამოს ინსპირაციას წარმოადგენს ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი მწერლის, ანტუან დე სენტ-ეკზიუპერის ცნობილი ნაწარმოების ”პატარა უფლისწულიდან” ამონარიდი: ”უნიკალური იმიტომ რომ დრო, რომელიც ამ ვარდის მოვლაში დახარჯე, ხდის მას ასეთ მნიშვნელოვანს”, – აღნიშნა შამუგიამ.
მისივე ინფორმაციით, სუნამოს შემადგენლობაში ყვავილოვანი არომატები ჭარბობს და სურნელი გადმოსცემს იდეას: ”როცა პარფიუმერი ხვდება ყვავილს”.
“Izia -ს შემადგენლობაში ვხვდებით ისეთ, ინგრედიენტებს, რომელთა გამოყენებაც სუნამოში დიდ თანხებს უკავშირდება. Sisley-ს ახალ სუნამოში უხვადაა ალდეჰიდი, მუშკი, თეთრი ბერგამოტი, ვარდისფერი წიწაკა, კედრის ხე და ქარვა… მთავარი გმირი კი მაინც ვარდია”, – განმარტა ”ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
ხატია შამუგიას თქმით, არანაკლებ საინტერესოა სუნამოს შეფუთვაც- ფლაკონის აღნაგობა გადმოსცემს ვარდის ქალურობასა და სინაზეს.
”იგი მოგვაგონებს ვარდისფერ ნაზს ფურცელს და ატმის ყვავილებს. გარეშეფუთვაც ძალიან ლამაზი,მიმზიდველი და ქალურია- თეთრი სადა ყუთი ოქროსფერი შტიხით, მასში მოქცეულია სუნამოს დასახელება, Sisley-ს ლოგო და ყუთის შიგნით კი მანათობელი ვარდები”, – განუცხადა ”ფორტუნას” შამუგიამ.
ცნობისთვის, ”ისი-პარის” პირველი მაღაზია თბილისში 1995 წლის 29 მარტს, რუსთაველის გამზირზე გაიხსნა. ამ ეტაპზე ბრენდი საქართველოში 23 მაღაზიითაა წარმოდგენილი – აქედან 18 მაღაზია თბილისში მდებარეობს, დანარჩენი 5 კი – ფოთში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში.