LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარაზისხევზე არსებული ქვაფენილი შესაძლოა ასფალტით შეიცვალოს: ამას ხალხი გადაწყვეტს

132

ვარაზისხევზე არსებული ქვაფენილი შესაძლოა, ასფლატით შეიცვალოს. როგორც დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, თუ მოსახლეობა დაეთანხმება აღნიშნულ წინადადებას, მაშინ ასფალტი დაიგება.

კალაძის თქმით, ქვაფენილი საკმაოდ ხმაურიანი და პრობლემურია, ამიტომ, მერმა შესაბამის სამსახურებს დაავალა, რომ მცირე გამოკითხვა ჩაატარონ, არის თუ არა მოსახლეობა თანახმა ქვაფენილი შეიცვალოს.

„ვარაზისხევზე დღეს არის ქვაფენილი, რომელიც ძალიან ხშირად ზიანდება და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მინდა უბრალოდ ვიკითხო, თუ არის შესაძლებელი, რომ ქვაფენილის ნაცვლად გაკეთდეს თანამედროვე, ევროპული ტიპის ასფალტი. ვკითხოთ ადგილობრივ მოსახლეობასაც. მგონია, რომ ჯერ ერთი ხმაურია, მტვერი და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს პირველ რიგში იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, ამიტომ, პატარა გამოკითხვა ჩავატაროთ თუ როგორი დამოკიდებულება იქნება ამ გადაწყვეტიულებასთან დაკავშირებით და იმის მიხედვით ვიმოქმედოთ. საფეხმავლო გზის გაფართოებაც იქნება შესაძლებელი,“- განაცხადა კალაძემ.

ამავე თემაზე ნახეთ “ფორტუნას” სტატია:   ქვაფენილს ასფალტი ჯობია. მაგრამ…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები