LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარაზისხევისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

80
BeFunky-collage (11)

თბილისში, ვარაზისხევისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა მიმდინარეობს.

„კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალარინების ქსელის ცენტრალურ კოლექტორზე დაერთების სამუშაოებს აწარმოებს, რის გამოც, 27 ივლისის 23:00 საათიდან 30 ივლისის 23:00 საათამდე, ვარაზისხევისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აცხადებენ მერიაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები