მინდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ნათია მეზვრიშვილს ვუთხრა, რომ მე ვარ რაინდი! – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მთავარ სამმართველოსთან ლევან ვასაძის განცხადებებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოსაკითხი პირების ადვოკატმა, დავით ცინცქილაძემ განუცხადა.
როგორც ის განმარტავს, ლევან ვასაძის განცხადებები სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს.
„ის არის ქართული საზოგადოების ღირსეული წარმომადგენელი და მას ეს განცხადება უნდა გაეკეთებინა. ქართული საზოგადოების უმრავლესობა, მისი ჯანსაღი ნაწილი, სრულიად უჭერს მხარს.
თუ პოლიციელები არ დაიცავენ ამ ქვეყანში წესრიგს, მე როგორც უფლებადამცველი, ვიქნები ერთ-ერთი, ვინც დაიცავს საქართველოში წესრიგს, რომ არ მოხდეს ამ სიბინძურის, გარყვნილების პროპაგანდა.
დემოკრატიულ ქვეყანში შესაძლებელია შეიზღუდოს აქციები, მსგავსი სახის სატანისტური, ლიბერალისტური აქციები, ვინაიდან ის ქართული საზოგადოების ღირსებას ეწინააღმდეგება.
ვინც ქართველ ხალხზე ხელს აღმართავს, გაუტყდება ხელიც და თავიც. პოლიცია ამ ეტაპზე არა, მაგრამ აპირებს ამ გარყვნილების, მამათმავლების, მამაძაღლების ხელისშეწყობას, რომ ქალაქის ცენტრში პრაიდები, აღლუმები მოაწყონ”, – განაცხადა ცინცქილაძემ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არ იცის, რაინდი ვინ არის, მაგრამ ყველას მიმართ, ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე, მკაცრი რეაგირება იქნება.
ლევან ვასაძის განცხადებებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში თბილისის სამმართველოში კონტრაქციის მონაწილეთა გამოკითხვა მიმდინარეობს. საგამოძიებო უწყების კითხვებს გურამ ფალავანდიშვილი პასუხობს.