LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

VAR-ის ოთახში არავინაა, მესი პატიოსანი ყოფილა

112
2540996-52718630-2560-1440

მსაჯმა „ვალიადოლიდის“ გოლი გააუქმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ, თუმცა VAR-ის კაბინაში არავინ არ ყოფილა.

არაერთმნიშვნელოვანი ეპიზოდი მადრიდის „რეალთან“ მატჩში მოხდა (1:4).

მე-14 წუთზე სერხი გვარდიოლამ ტიბო კურტუას გაუტანა, მაგრამ არბიტრმა ხესუს ხილ მანსანომ VAR-ის დახმარება ითხოვა. ვიდეოს ნახვის შემდეგ მან თამაშგარეს გამო გოლი გააუქმა.

როდესაც ტელემაყურებელს ვიდეომსაჯების ოთახი აჩვენეს, ის ცარიელი აღმოჩნდა და შუქიც გამორთული იყო.

სამაგიეროდ პატიოსანი თვისებები გამოავლინა ლეო მესიმ. არგენტინელი „რაიო ვალეკანოსთან“ შეხვედრისას მეტოქის საჯარიმოში შევარდა, მაგრამ წონასწორობა ვერ შეიკავა. ეპიზოდის შემდეგ ის მთავარ მსაჯთან მივიდა და უთხრა, რომ მის წინააღმდეგ ჯარიმა არ ყოფილა და პენალტის არდანიშვნა თხოვა.

„ბარსელონამ“ 3:1 მოიგო, ლეომ კი პენალტი გაიტანა, ოღონდ ბუნებრივია სხვა ეპიზოდში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები