პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა 80 წლის გიული ურუშაძის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ სტატუსს აზიარებს და წერს, რომ მიუხედავად თავდაპირველი მძიმე დიაგნოზისა, დღეს ქალი უკვე სახლშია გაწერილი.
სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსით ინფიცირებული ორმხრივი პნევმონიით შეიყვანეს, თუმცა მკურნალობის შედეგად ის გამოჯანმრთელდა.
“მე ვარ 80 წლის და მე დავამარცხე კორონა ვირუსი.10 დღეღამის განმავლობაში ურთულესი გზა გავიარე სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე. ჩემი გადარჩენისათვის, ჩემთვის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის, მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურ დირექტორს, პროფესორ ლევან რატიანს და მის არაჩვეულებრივ კოლექტივს, რომელის მუშაობასაც თვალს ვადევნებდი რეანიმაციაში ყოფნის დროს.
ვხედავდი, როგორ პროფესიონალურად, თავდაუზოგავად მუშაობდნენ ისინი. მადლობა მათ! განსაკუთრებული მადლობა უმაღლესი კლასის პროფესიონალს, პროფესორ კახა ჭელიძეს იმ სითბოსა და გულისხმიერებისთვის, რომელიც მაინ გამოიჩინა ჩემს მიმართ.
მეგობრებო, გავუფრთცილდეთ ჩვენს არაჩვეულებრივ ექიმებს, ისინი ჩვენ გვჭირდებიან და ამიტომ დავრჩეთ სახლში”, – წერს კორონავირუსისგან განკურნებული მოქალაქე.