LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინისთვის მობილიზებული გვაქვს იმდენი თანხა, რამდენიც ნებისმიერი რაოდენობის ვაქცინების შეძენას დასჭირდება: ლაშა ხუციშვილი

54
ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, „ვაქცინისთვის მობილიზებული აქვთ იმდენი თანხა, რამდენიც ნებისმიერი რაოდენობის ვაქცინების შესაძენადაა საჭირო“. აღნიშნული განცხადება მან პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატის ფარგლებში გააკეთა.

ხუციშვილის განმარტებით, „ვაქცინაციის არცერთ ეტაპზე ფინანსური რესურსი არ ყოფილა პრობლემატური“

„ვაქცინა და ვაქცინაცია ეკონომიკისთვისაც არის უპირველესი ამოცანა. ვაქცინაციის პროცესი ბოლო პერიოდში არის საკმაოდ დაჩქარებული, დაახლოებით, 6000 დღიურ აცრაზე ვართ ასული. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება და ზაფხულის პერიოდი სწორად ამისთვის იქნება გამოყენებული. როგორც აღვნიშნე, თანხები მობილიზებული გვაქვს, მათ შორის, დონორი ორგანიზაციებიდან იმ ოდენობის, რა რაოდენობის ვაქცინასაც ფიზიკურად ჩვენ შევძლებთ რომ შევიძინოთ. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ვაქცინაციის არცერთ ეტაპზე ფინანსური რესურსი არ ყოფილა პრობლემატური. ნებისმიერ ეტაპზე, ჩვენ ეს თანხა მობილიზებული გვქონდა და დღესაც მობილიზებული გვაქვს იმისთვის, რომ ქვეყანამ ნებისმიერი რაოდენობის ვაქცინა შეიძინოს”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.