ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინის მე-3 დოზაზე საუბარი საქართველოში მაშინ იქნება მიზანშეწონილი, როცა ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ორჯერადად აიცრება
“ჯერ მესამე დოზით ნუ წავართმევთ ვაქცინას ადამიანებს, რომლებსაც ორი დოზა სჭირდებათ.”
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განცხადებით, ვაქცინის საკმარისი რაოდენობა საქართველოში არის და თანდათანობით შემოდის.
” ამ საკითხზე, მოდით, ვისაუბროთ ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მესამე დოზა და ზოგადად, ბუსტერი ამ პანდემიის პერიოდში საჭირო გახდება რაღაც დრო, მაგრამ მტკიცებულება იმისა, თუ ეს იქნება 6-8-10 თვის შემდეგ, ჯერ-ჯერობით არ არის”, — განაცხადა გამყრელიძემ
მისი თქმით, საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების შესაბამისად, საქართველოც მიიღებს ვაქცინის ბუსტერთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, გვიან შემოდგომაზე.