LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინის გაკეთება სავალდებულო არ გახდება, თუმცა არის არაპირდაპირი მეთოდები, რომლებიც ადამიანებს აცრას აიძულებენ: ამირან გამყრელიძე

1045
ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინის გაკეთება სავალდებულო არ გახდება, თუმცა არის არაპირდაპირი მეთოდები, რომლებიც ადამიანებს აცრას აიძულებენ. განცხადება ამირან გამყრელიძემ “TV პირველის” ეთერში გააკეთა.

ამირან გამყრელიძის თქმით, დამუშავდება გარკვეული საკითხები და გადაწყვეტილება 2 დღის განმავლობაში გაჟღერდება.

„დიდი ალბათობით, რადგან კოვიდის ვაქცინა ახალია, სავალდებულო კანონმდებლობით არ გახდება, მაგრამ არის არაპირდაპირი მეთოდები, რაც აიძულებს ადამიანს აიცრას. მაგალითად, ახლა ბევრმა ავიაკომპანიამ უკვე გამოაცხადა, რომ არ გაყიდიან ბილეთებს, თუ ადამიანი ორჯერ არ არის აცრილი. ამას მე ე.წ არაპირდაპირი მანდატორიზმი ვუწოდე, რომელზედაც ჩვენ ვფიქრობთ აქტიურად. უფრო მეტად წამახალისებელ მანდატორიზმზე. გარკვეული მონახაზი გვაქვს. წამახალისებელი რას ნიშნავს ეხლა, მაგალითად, რომ დაწესდეს უსაფრთხო კლინიკების სერტიფიკატი, რომ ყველა სამედიცინო პერსონალი იქნას აცრილი, რათა იქ მისული პაციენტი იყოს დაცული. იგივე სამასპინძლო დაწესებულებები, ტურისტული ობიექტები, სასტუმროები, იქ სადაც ყველა აცრილია თავისუფლად გაჩერდება სტუმარი. დამუშავდა ეს საკითხები და ალბათ მომავალი 2 დღის განმავლობაში გაჟღერდება. ვფიქრობთ, კიდევ დამატებითი წამახალისებელი მანდატორიზმი იყოს“-განაცხადა გამყრელიძემ.