LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინირებულთა დღიური მაჩვენებლის საშუალო რაოდენობა 14 000-ია, რაც თითქმის 2-ჯერ ნაკლებია ჩვენს სამიზნე მაჩვენებელზე: თამარ გაბუნია

198
თამარ გაბუნია

ვაქცინირებულთა დღიური მაჩვენებლის საშუალო რაოდენობა თითქმის ორჯერ ნაკლებია ჩვენს სამიზნე მაჩვენებელზე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნია აღნიშნავს, დღეის მონაცემებით საშუალო რაოდენობა 14 000-ია. სამიზნე კი 25 000 – 30 000 ადამიანამდეა.

გაბუნია განმარტავს, რომ ზაფხულის პერიოდში ქვეყანაში არსებულ ყველა ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა იქნება შეუზღუდავი და „ფაიზერის“ ამცრელი კაბინეტები სხვა რეგიონებშიც დაემატება.

“ფაიზერის“ ნახევარი მილიონი დოზიდან რაც ქვეყანაშია, დაახლოებით 170 000 დოზა დაჯავშნილია – აცხადებს გაბუნია, მისი განცხადებით დანარჩენი მიმდინარე პერიოდში გაიხსნება და შეძენილი 1 მილიონი დოზაც ასევე ეტაპობრივად შემოვა.

“ჩვენ ზაფხულის პერიოდში ყველა იმ ვაქცინაზე, რომელზეც დღეს გვაქვს ხელმისაწვდომობა, მათ შორის „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“, იქნება შეუზღუდავი. ახლა იმ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა, რომ გათანაბრდეს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და „ფაიზერის“ ამცრელი კაბინეტები დაემატება სხვა რეგიონულ წერტილებში, რათა მოსახლეობას ყველა ჰოსპიტალში ჰქონდეს „ფაიზერით“ აცრის შესაძლებლობა“, – აღნიშნა გაბუნიამ.