LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინირებულ ადამიანებში ინფიცირების შემთხვევები არ ნიშნავს, რომ ვაქცინები არ მუშაობს: EMA

108
COVID-19-Vaccines5

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი (ECDC) და ევროპის წამლის სააგენტო (EMA) განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვაქცინირებულ ადამიანებში ინფიცირების შემთხვევები არ ნიშნავს, რომ ვაქცინები არ მუშაობს.

ამავე ცნობების თანახმად, ვაქცინირებული ადამიანები გაცილებით უკეთ არიან დაცულნი კორონავირუსის მძიმე ფორმებისგან, ვიდრე არავაქცინირებული ადამიანები.

“სრული ვაქცინაცია სერიოზულად იცავს COVID-19-ის დელტა შტამისგანაც. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მიერ ავტორიზებული ვაქცინების ეფექტურობა ძალიან მაღალია, არცერთი ვაქცინა არ არის 100%-ით ეფექტური, თუმცა ვაქცინებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად შეაფერხონ მძიმე დაავადებები და მნიშვნელოვნად შეამცირონ საავადმყოფოებში კორონავირუსის გამო მყოფი ადამიანების რაოდენობა”,-ნათქვამია განცხადებაში.

როგორც EMA-ს კლინიკური კვლევებისა და წარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფერგიუს სუინი აღნიშნავს, ვაქცინირებული ადამიანები გაცილებით უკეთ არიან დაცულნი კორონავირუსის მძიმე ფორმებისგან, ვიდრე არავაქცინირებული ადამიანები

“ვიდრე ვირუსი ცირკულაციას განაგრძობს, ჩვენ ვაქცინირებულ ადამიანებში ინფიცირების შემთხვევებს ვიხილავთ. ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინები არ მუშაობს. ვაქცინირებული ადამიანები გაცილებით უკეთ არიან დაცულნი კორონავირუსის მძიმე ფორმებისგან, ვიდრე არავაქცინირებული ადამიანები“, – განაცხადა ფერგიუს სუინმა.

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი და ევროპის წამლის სააგენტო მოუწოდებს საზოგადოებას ვაქცინაციისკენ და ამასთან ერთად რეგულაციების დაცვისკენ.

“ყველამ უნდა დაიცვას ეროვნული რეგულაციები და გააგრძელოს შესაბამისი ზომების მიღება, როგორიცაა ნიღბების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა”,-აღნიშნულია განცხადებაში.