კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი ამოქმედდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე – 15 22.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ცხელი ხაზის მიზანი ვაქცინაციის მსურველთა საჭიროებებზე სწრაფი რეაგირებაა.
ცხელი ხაზი – 15 22, ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს და საქართველოდან განხორციელებული ყველა ზარი უფასოა.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.
დღეიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
პირველ ეტაპზე, “ასტრაზენეკას” ვაქცინით სამედიცინო პერსონალი აიცრება.
ვაქცინა უკვე მიიღო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა და მედიცინის სხვა მუშაკებმაც. პაატა იმნაძე საჯაროდ, პირდაპირ ეთერში აიცრა.