ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს შეუძლიათ და ეს ასე დარჩება. მისივე განმარტებით, შეზღუდვა ეხება მხოლოდ ასტრაზენეკას ვაქცინას, რომლის გაკეთებაც 45 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შეუძლიათ.
„დღეს ვაქცინაციის პროგრამა ღიაა 18 წლის ზემოთ ყველა მოქალაქისთვის და ეს ასე დარჩება, მიუხედავად იმისა, რა ტიპის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში. 18 წელს ზემოთ მოქალაქეების ჩართვის შესაძლებლობა პროგრამაში შენარჩუნდება, შეზღუდვა შეეხება ასტრაზენეკას, რომელიც 45 წელს ზემოთ არის რეკომენდირებული“, – ამბობს გაბუნია.