ვაქცინაციის პორტალ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება კომპიუტერული მონაცემის, ანდა კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და ხელყოფის ფაქტზე მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე – booking.moh.gov.ge კიბერშეტევა განხორციელდა და სარეგისტრაციო პორტალზე პრობლემის აღმოსაფხვრელად სპეციალისტები მუშაობენ