LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით, წეროვანის დევნილთა დასახლებაში მოძრავი ამბულატორია განთავსდა

72
1

მასობრივი ვაქცინაციის კიდევ უფრო ხელშეწყობის მიზნით, წეროვანის დევნილთა დასახლებაში მოძრავი ამბულატორია განთავსდა.

დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, სრულად აღჭურვილ ამბულატორიაში იმუნიზაცია ქვეყანაში არსებული ოთხივე ვაქცინით მიმდინარეობდა.

იძულებით გადაადგილებულმა პირებმა კი აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჩაიტარეს.

როგორც სააგენტოში ამბობენ, წეროვანის დასახლებაში მიმდინარე იმუნიზაციის პროცესს დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხარისხის მიმართულების ხელმძღვანელ გვანცა გასვიანსა და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელ ნუგზარ თინიკაშვილთან ერთად გაეცნო.

კოვიდ-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, მოძრავი ამბულატორიები დევნილთა დასახლებებში მომავალშიც განთავსდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები