LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინაციის კამპანია 174 ქვეყანაში მიმდინარეობს, გამოყენებულია კოვიდვაქცინის მილიარდზე მეტი დოზა: Bloomberg

63
Untitled design (1)

უკვე მეხუთე თვეა, მსოფლიოს ისტორიაში ვაქცინაციის ყველაზე მასშტაბური კამპანია მიმდინარეობს.

4 მაისი მონაცემებით, 8 დეკემბრიდან დღემდე, იმუნიზაციის პროცესში ჩართულია 174 ქვეყანა და გამოყენებულია ვაქცინის 1 მილიარდზე მეტი დოზა.

Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ვაქცინის გამოყენებული დოზები საკმარისია დედამიწის მოსახლეობის  7.7 პროცენტის აცრისთვის.

ბოლო მონაცემით, 24 საათის განმავლობაში გამოყენებულია 20 მილიონზე მეტი კოვიდვაქცინა.

ვაქცინის ყველაზე მეტი დოზა – 275 მილიონი კოვიდვაქცინა ჩინეთში გამოიყენეს. მეორე ადგილზეა აშშ – გახარჯული 246 მილიონი ვაქცინით, ხოლო მესამეზე ინდოეთი, სადაც უკვე გამოყენებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 158 მილიონი დოზა.