LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინაციის ავტობუსების იდეა ჩაფლავდა, ტრანსპორტი უნდა ამუშავდეს რაც შეიძლება მალე – ვატო სურგულაძე

1081
5df898ffa53b8

ტრანსპორტი, განსაკუთრებით მიწისზედა, ინფექციის გადაცემის ყველაზე დაბალი წყაროა. მთელ მსოფლიოში ასეა და თუ სადმე ტრანსპორტი იკეტება, ის ყველაზე ბოლო რიგშია, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ვატო სურგულაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით,ტრანსპორტი რაც შეიძლება მალე უნდა ამუშავდეს.

“ჩვენ კიდევ უკუღმა დავიწყეთ, ჩავკეტეთ მიწისზედა ტრანსპორტი, რომელიც სხვებთან შედარებით, მეტ-ნაკლებად კარგად იყო მოწესრიგებული. პრაქტიკულად ყველა ატარებდა ნიღაბს, 15 წუთზე მეტი კონტაქტი არ ჰქონდათ. ისედაც მცირე ეკონომიკური შემოსავალი ბევრი ადამიანისთვის კიდევ შემცირდა.

არც ისე ცუდი იყო, როდესაც თბილისის მერიამ გადაწყვიტა, ე.წ. ვაქცინაციის ავტობუსები გაეშვა. იდეა კარგი იყო, მაგრამ ვერავინ გაითვალისწინა, რომ ეს ავტობუსები მეტროსთან გაჩერდნენ და მეტროსთან არავინ დადის. ადამიანი რომ ჩავიდეს მეტროსადგურთან, იქაც შესაბამისი ტრანსპორტი სჭირდება.

ვაქცინაციის ავტობუსების იდეა ჩაფლავდა იმიტომ, რომ ტრანსპორტი არ მუშაობს. რატომ ვაკეთებთ ყველაფერს უკუღმა? ტრანსპორტი უნდა ამუშავდეს რაც შეიძლება მალე. 4 სექტემბერს ნუ დაელოდებიან, ხვალაც კი შეიძლება და ზეგ თუ მოინდომებენ, რომ ტრანსპორტი ამუშავდეს“,-განაცხადა სურგულაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები