LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აცრის შემდგომ “VIP სერვისი” პაციენტებმა მოითხოვეს – ღუდუშაურის კლინიკაში 150 ლარად ინდივიდუალურად აკვირდებიან

1580
1483602369-586dfa7fb1c65

გავრცელებული ინფორმაცია, რომ ღუდუშაურის კლინიკაში ვაქცინაციის შემდგომ ადამიანებს VIP პალატაში განთავსება და მეთვალყურეობის გავლა შეუძლიათ, „ფორტუნას“ ღუდუშაურის კლინიკაში დაუდასტურეს. ეს სერვისი კლინიკაში 8 აპრილიდან მოქმედებს.

პრესსამსახურის განცხადებით, აღნიშნული სერვისის დანერგვა მომხმარებლის სურვილიდან გამომდინარე მოხდა, რადგან არ უნდოდათ 45 წუთის განმავლობაში საერთო სივრცეში გაევლოთ ექიმების დაკვირვება.

პრესსამსახურის განმარტებით, ვაქცინაცია და 45 წუთიანი დაკვირვების გავლა ყველასთვის უფასოა, ხოლო მათ ვისაც ინდივიდუალურ სივრცეში სურთ დაკვირვების გავლა, რომელიც ნაცვლად 45 წუთისა, შესაძლოა, ადამიანის სურვილის შემთხვევაში მთელი ღამე გაგრძელდეს, კონკრეტული ღირებულება გააჩნია. 

ღუდუშაურის კლინიკის პრესსამსახური ამბობს, რომ  არ იცის, რამდენს შეადგენს აღნიშნული მომსახურებით სარგებლობის ღირებულება. თუმცა, როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, სერვისით სარგებლობის საფასური 150 ლარია.

„ღუდუშაურის კლინიკაში არის VIP სერვისი, რომელიც ვაქცინაციის შემდეგ 45 წუთიანი მოცდის პერიოდში, სრულად იზოლირებულ სივრცეში განთავსებას სთავაზობს.

სტანდარტული სერვისის მიღება რასაც ვაქცინის გაკეთება და 45 წუთიანი მოცდის პერიოდი მოიცავს არის უფასო. ამ 45 წუთის განმავლობაში ვაქცინირებულ ადამიანებს საერთო სივრცეში უწევთ მოცდა, სადაც რამდენიმე სავარძელი ერთმანეთისგან მოშორებით არის განთავსებული.

გვქონდა შემთხვევა, რომ ასაკოვანი დედა მოიყვანა შვილმა აცრის გასაკეთებლად და გვთხოვა თუ არსებობდა საშუალება, რომ ის 45 წუთის განმავლობაში საერთო მეთვალყურეობის ოთახში არ გაჩერებულიყო. ​არ ვიცი მას ეშინოდა თუ რა იყო…

ჩვენ ეს იდეა არც მოგვივიდოდა ასეთი მოთხოვნა თვითონ პაციენტიდან რომ არ წამოსულიყო. შევქმენით ასეთი სივრცე, რომ თუ კიდევ ვინმეს სურვილი ექნება, მაშინ არა საერთო სივრცეში, არამედ ინდივიდუალურად მოწყობილ VIP პალატაში განთავსდება, სადაც ცალკე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გაივლის 45-წუთიან დაკვირვებას.

არაფერი განმასხვავებელი არც აცრის და არც დაკვირვების პროცესში არ არის. განსხვავება არის იმაში, რომ იმ 45 წუთის განმავლობაში დაკვირვება იზოლირებულ VIP პალატაში ხდება და თუ ვინმეს სურვილი აქვს ნაცვლად 45 წუთისა შეუძლია კლინიკაში მთელი ღამის განმავლობაში დარჩეს“, – აცხადებენ ღუდუშაურის კლინიკაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები