LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინა, რომელმაც 90%-ზე ეფექტიანად იმოქმედა: პოზიტიური სიახლე კორონას სამყაროში

8290
1000x-1

„შედეგი გვიჩვენებს, რომ შესაძლებელია ახალი ტიპის კორონავირუსის მართვა კონტროლირებადი იყოს, დღის ბოლოს ეს ნამდვილად მეცნიერების გამარჯვებაა“ – ეს განცხადება კომპანია BioNTech-ის აღმასრულებელ დირექტორს უგურ შაჰინმა დღეს Bloomberg-თან გააკეთა.

გამოცემა წერს, რომ Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად მიღებული წინასწარი პასუხები ძალიან ეფექტიანია.
ახალი ვაქცინის კლინიკური კვლევების მესამე ფაზამ დაადასტურა, რომ კვლევაში მონაწილე ადამიანების 90%-ზე დადებიტად იმოქმედა მან.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ფაზა 3-ის კვლევა მიმდინარეობს და დამატებითმა მონაცემებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს შედეგებზე.

ასევე სტატიაში ვკითხულობთ, რომ უცნობია, როგორ მოქმედებს ვაქცინა რისკჯგუფებში, მოხუცებსა და სხვადასხვა თანმხლები დაავადების მქონე ადამიანებში, რადგან ექსპერიმენტში მონაწილე პირებს ასეთი დაავადებები არ ჰქონიათ.

კომპანიებში Pfizer და BioNTech აცხადებენ, რომ აპირებენ, 2020 წლის დარჩენილი თვის განმავლობაში გამოუშვან ვაქცინის 50 მილიონამდე დოზა, რომლის რიცხვსაც 2021 წელს გაზრდიან 1.3 მილიარდამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები