LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინა დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგაც იმუშავებს: უგურ შაჰინი

181
უგური 22

BioNTech- ის აღმასრულებელი დირექტორი უგურ შაჰინი დარწმუნებულია, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგაც იმუშავებს.

„მაგრამ დარწმუნებულები რომ ვიყოთ, ამისთვის შემდგომი კვლევებია საჭირო“, – დასძინა უგურ შაჰინმა.

BioNTech-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ვაქცინის კორონავირუსის ახალ ვარიანტზე მორგება რომ გახდეს საჭირო, კომპანია ამის გაკეთებას დაახლოებით 6 კვირაში შეძლებს.
„ამ დროისთვის ჩვენ არ ვიცით, შეუძლია თუ არა ჩვენს ვაქცინს კორონავირუსის ახალი სახეობისგან დაცვა. მეცნიერული თვალსაზრისით, საკმაოდ სავარაუდოა, რომ ამ ვაქცინით მიღებულ იმუნურ პასუხს, ასევე, შეუძლია ვირუსის ახალ ვარიანტებს გაუმკლავდეს“, – აღნიშნა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.
დიდი ბრიტანეთის სამხრეთ აღმოსავლეთით აღმოჩენილმა კორონავირუსის ახალმა შტამმა მსოფლიოს ახალი სადარდებელი გაუჩინა, რადგან ის ამ დრომდე არსებულ კორონავირუსზე გაცილებით სწრაფად ვრცელდება.
საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ბევრმა ქვეყანამ დიდ ბრიტანეთში ფრენები აკრძალა.
საქართველოში ბრიტანეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს კი  12 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.
ასევე იხილეთ:
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები