LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვაპირებ სოლო სიმღერის ჩაწერას და დიდი კონცერტის გამართვას“ – ,,ფორტუნას” დილის სტუმარია ნათია დუმბაძე

912
page

ფორტუნას „დილის სტუმარია“ მომღერალი ნათია დუმბაძე.

ნათია, როგორია შენი საოცნებო დილა?

ადრე ვიღვიძებ, წყლის დალევით ვიწყებ დილას, გვერდით მიდგას ხოლმე და უზმოზე ვსვამ. სტაბილური სამსახური არ მაქვს, ამიტომ ჩემი დილაც სულ სხვადასხვანაირია ხოლმე. ძალიან მინდა დასასვენებლად წასვლა, მთელი ზაფხული არსად ვყოფილვარ. ვოცნებობ ყაზბეგში გავიღვიძო, ვუყურო „გერგეთის სამებას“. ახლა ძალიან დაკავებული ვარ, მშენებლობაზე ვარ სულ, სახლს ვაშენებ.

რა ხდება შენს მუსიკალურ კარიერაში, რაიმე სიახლეს ხომ არ გვიმზადებ?

ამჟამად ლოდინის რეჟიმში ვარ, ველოდები ახალ შემოთავაზებებს, ვაპირებ სოლო სიმღერის ჩაწერას. როგორც იცით, ცოტა ხნის წინ პრემიერა მქონდა „ფორტუნა პლუსში“, „რეზო და ბავშვებთან“ ერთად სიმღერა ჩავწერეთ, ვაპირებდით კლიპის გადაღებასაც, თუმცა გადავიფიქრეთ, ალბათ რომ დათბება და დაიწყება ახალი ცხოვრება, გადავიღებთ, ვაპირებ ასევე დიდი კონცერტის ჩატარებასაც.

რეზო & ბავშვები და ნათია დუმბაძე სიმღერის ,,ლამპიონებთან” პრემიერით – სტუმრად „ექსკლუზივში“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები