ვაპირებ გავშალო მეორე კარავი იმ ანაკონდის ეზოს წინ, ივანიშვილის ეზოს წინ – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებთან თბილისის მერიასთან განუცხადა, სადაც კარვის გაშლის მოთხოვნით წერილი უნდა შეიტანოს.
მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, კარავი ორ ლოკაციაზე გაიშლება.
მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტთან კარვის გაშლა ვერ შეძლო
პოლიციამ მაჩალიკაშვილს კარვის გაშლის შესაძლებლობა არ მისცა.
“ვაპირებ გამოვიყენო კანონით ჩემთვის მონიჭებული უფლება და კარავი დავდგა ისევ იქ. ასევე ვაპირებ გავშალო მეორე კარავი იმ ანაკონდის ეზოს წინ, ივანიშვილის ეზოს წინ”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.