კოოპერატივი „თაფლი საჩინო“ ქალაქ ვანში 60 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და თაფლის გადამამუშავებელ საწარმოს შექმნის.
როგორც ”ფორტუნას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, პროექტის განსახორციელებლად სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ კოოპერატივს ქალაქ ვანში, რუსთაველის ქუჩა N22-ში მდებარე 674 კვ.მ. უძრავი ქონება და მიწის ნაკვეთი 5 000 ლარად საკუთრებაში გადასცა.
მათი ინფორმაციით, საწარმოს ყოველდღიურად 4 ტონა თაფლის გადამუშავების შესაძლებლობა ექნება. ასევე, შეიქმნება 10 სამუშაო ადგილი.
სააგენტოს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, კოოპერატივი 1 500 ოჯახ ფუტკარს ფლობს, რომლისგან მიღებული თაფლის გადამუშავება სამომავლოდ ზემოთაღნიშნულ საწარმოში იგეგმება.
„კოოპერატივი თაფლი საჩინო“ 5 კოოპერატივის გაერთიანებას წარმოადგენს, სადაც მეპაიეთა რაოდენობა ჯამში 51 წევრს შეადგენს და უახლოეს პერიოდში 70-მდე გაიზრდება.