ვანში გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. როგორც ”ფორტუნას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, მდინარე სულორი ბუნებრივ კალაპოტს დაუბრუნდა.
ვანი-სულორის საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე დღეში აღდგება. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს.
სამდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე სულორი კალაპოტიდან გადმოვიდა, წაიღო სოფელ სულორის ხიდი, დატბორა მოსახლეობის კარ-მიდამო და დააზიანა ვანი-სულორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სავალი ნაწილი (მე-12 კმ), რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.