ვანო ზარდიაშვილს სადეპუტატო მანდატი დღეიდან ოფიციალურად შეუწყდება. კანონმდებლები შესაბამის გადაწყვეტილებას დღევანდელ სესიაზე დაამტკიცებენ.
მეცხრე მოწვევის პარლამენტში ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლე თემურ გოცირიძე იქნება. „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში მასზე წინ ირაკლი ზარქუაა, თუმცა თბილისის საკრებულოს მოქმედმა დეპუტატმა პარლამენტში გადანაცვლებაზე უარი თქვა.
უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი დეპუტატობას დაემშვიდობა – ზარდიაშვილის გეგმებზე არჩილ თალაკვაძე საუბრობს
შეგახსენებთ, ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ 7 ოქტომბერს განაცხადა. თუ ქუცნაშვილის მანდატი სერგეი გავრილოვს შეეწირა, ვანო ზარდიაშვილი დეპუტატი სავარაუდოდ, ეკა ბესელიასთან კონფლიქტის გამო აღარაა, თუმცა მან ზოგადი განმარტება გაავრცელა.
“კარგად მოხვდა” – ბესელიას პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც ზარდიაშვილს დაარტყა [ვიდეო]
გადაწყვეტილების მიზეზად ზარდიაშვილმა მის წინააღმდეგ მიზანმიმართული ნეგატიური კამპანია დაასახელა.
ფულადი გზავნილი დედისგან და ნაჩუქარი სახლები მშობლებისგან - ვინ არის და რა ქონებას ფლობს ვანო ზარდიაშვილი
გარდა სახელფასო, საკრედიტო და ანაბრის ანგარიშებიდან, ზარდიაშვილს 2019 წელს აშშ-დან დედის მიერ თითქმის 35 ათასი დოლარის ოდენობით ფულადი გზავნილი უფიქსირდება.