LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვანო ნადირაძე: „სადაც არ უნდა გაიხედოთ, ტაქტიკური ინიციატივა ჩვენია და არამარტო ვიგერიებთ შეტევას, არამედ კონტრშეტევებს ვახორციელებთ“

152
BeFunky-collage (3)

უკრაინაში მებრძოლი ქართველი ვანო ნადირაძე ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას გვაცნობს.

ამის შესახებ ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ მობილიზებულთა სიმრავლის მიუხედავად, რუსეთის არმიას დიდი პრობლემები აქვს საბრძოლო მასალის მხრივ, რაც მათ არ აძლევს საშუალებას ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციები დაიწყოს.

„ეს დღეები რუსების დრგ ცდილობდა შეღწევას ბელორუსიიდან ჩერნობილის ზონაში, რა თქმა უნდა, დედა აღარ ჰყავთ, მაშინვე გაიხსნა ცეცხლი და გაიქცნენ. მეორე დღეს “ტურისტების” ასეთი ჯგუფი უკვე დააკავეს სუმის რაიონში. ესეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეღწევის მცდელობები კიდევ არა ერთი იქნება.

ზოგადად, დრგ-ებს შეუძლიათ შეასრულონ აბსოლუტურად ნებისმიერი დავალება – მცირე დივერსიიდან დაწყებული “ქვეყანაში ძალაუფლების დამხობამდე”, მაგრამ აქ პრობლემა არის ნებისმიერი დიდი ქალაქის ტერიტორიაზე შეღწევა, ამოცანა, რომელიც თითქმის შეუძლებელია დღევანდელ რეალობაში, უკრაინა საკმაოდ მზადაა და პატარა დასახლებულ ადგილებში კი ნებისმიერი ბაბუშკა გამოთვლის მტრის ყველა ნაბიჯს.

ასევე, მტერს აქვს ფრონტზე ტყვიაწამლის მიტანის პრობლემები, დაილოცოს ჰაიმერესბი და ექსკალიბრები აქედან გამომდინარე არ არსებობს მიმართულება, რომელზეც რუსები შეძლებენ ნორმალური შეტევის ორგანიზებას. სადაც არ უნდა გაიხედოთ, ტაქტიკური ინიციატივა ჩვენია და არამარტო ვიგერიებთ შეტევას, არამედ კონტრშეტევებს ახორციელებენ ყველა მიმართულებით უკრაინელები, მაგალითად, ბახმუტში, სადაც ექვსი თვეა სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.

ეს ნიშნავს იმას, რომ იმ ადგილებშიც კი, სადაც რუსებს ჰქონდათ პროპორციული რაოდენობის არტილერია, უკმარისობას განიცდიან საბრძოლო მასალების და ჯარის საკმარისი რაოდენობა აღარ ჰყავთ თავდასხმითი მოქმედებების განსახორციელებლად, მათ არ შეუძლიათ შეტევითი მოქმედებების ჩატარება.

რაც შეეხება მიმართულებებს, ხერსონის რაიონში რუსები ჩიხში არიან, იქ მდინარეზე წინსვლა შეუძლებელია, ზაპოროჟიეს მიმართულებით რუსები აქტიურად ემზადებიან თავის დასაცავად, მაგრამ საერთოდ არა წინსვლისთვის. ლუგანსკის რეგიონში მათთვის რთულია თავდაცვის შენარჩუნება, უბრალოდ ჩვენდა სამწუხაროდ ამინდებმა შეგვიშალა ხელი და არ გაიყინა ისე მიწა რომ შეტევა დავიწყოთ, თორემ აქამდე კრემენა, სვატოვა და რუბეჟნოე ჩვენი იქნებოდა. ერთადერთი ადგილი, სადაც მათ შეუძლიათ თუნდაც ოდნავ გაზარდონ ზეწოლა, არის დონეცკი, მაგრამ იქ მყოფი ძალები ვერ შეძლებენ სწრაფად დაიკავონ რაიმე ფართომასშტაბიანი ტერიტორიები.

მობილიზებულთა სიმრავლის მიუხედავად, რუსეთის არმიას დიდი პრობლემები აქვს საბრძოლო მასალის მხრივ, რაც არ იძლევა ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების დაწყების საშუალებას.

რაც შეეხება სარაკეტო დარტყმებს . სამწუხაროდ ახალ წლამდე კიდევ ერთ დიდ დარტყმას განახორციელებენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ორ კვირაზე მეტია ბელარუსიის ტერიტორიაზე კ- 31 საწვრთნელი ფრენები აქვს, პლუს ორი რლს- ი თითქმის ყოველდღე დაფრინავს და ეძებს ჩვენ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს, პლუს შავ ზღვაში გემები რომლებიც ” კალიბრებს” ატარებენ მათი გადაადგილებებს…ეს უკვე საფუძველს გვაძლევს რომ იქნება დარტყმა.

მაგრამ ვფიქრობ ეს ფუფუნებაც რუსებს ელევათ.

პუტინი ახლა ყველანაირად შეეცდება როგორმე გაწელოს დრო, რომ იქნებ დასავლეთი დაიღალოს უკრაინის დახმარებით…. მაგრამ უკვე გვიანია, დასავლეთმაც იგრძნო რუსეთის აღსასრული და ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს. თუ ამინდებმა შეგვიწყო ხელი, დიდი სასიხარულო სიურპრიზები გველოდება ახალი წლიდან უახლოეს მომავალში.

დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს,დიდება გმირებს!!!!

კარგი სიზმრები და ხვალინდელი დღის იმედი ნუ მოგიშალოთ ღმერთმა,“ – წერს ვანო ნადირაძე.

ვის აქვს უფლება საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვას გმირებს, რომლებსაც მთელი ცხოვრება თავიანთი სამშობლოსთვის აქვთ მიძღვნილი? – უკრაინაში მებრძოლი ქართველი „ოცნების“ დეპუტატებს პასუხობს

ვიდეო: „საჭიროა ქუჩაში პროტესტი, თუ ხალხმა ხმა არ ამოიღო, რუსული პროპაგანდა გაგრძელდება“ – ვანო ნადირაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები