„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი „ტვ პირველის” ეთერში აცხადებს, რომ შსს-ს ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი თვეებია არ უნახავს.
მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ივანიშვილის დამარცხებაში თუ ვინმეს აგურის დადება შეუძლია ყველას მოუსმენს.
„ვანო მერაბიშვილმა თქვა, რომ პოლიტიკაში არ ერევა და საჯარო პოლიტიკა არ აინტერესებს. მე ის თვეებია არ მინახავს, მაგრამ თუ ვინმეს აგურის დადება შეუძლია, რომ ივანიშვილი დამარცხდეს, მე ყველას მოუსმენ.
ნანუკა ჟორჟოლიანს თუ უნდა, რაიმე კონტრიბუციის შემოტანა ბიძა ივანიშვილის წინააღმდეგ, მობრძანდეს, მოგვმართოს წერილით ან ისე გვითხრას”, – აცხადებს ხაბეიშვილი.