ვანო შოუს წამყვანმა რუსთავი 2 დატოვა. ამის შესახებ იუმორისტული გადაცემის წამყვანმა ფეისბუქის გვერდზე დაწერა.
“ჩემო მეგობრებო და გულშემატკივრებო მოგესალმებით ❤მინდა საჯაროდ გამცნოთ, რომ ჩემი 16 წლიანი მოღვაწეობა ჩემთვის უსაყვარლეს არხზე რუსთავი 2-ზე დასრულდა. არ გემშვიდობებით, შევხვდებით მალე.
პ.ს. სხვათაშორის ტელევიზორის პულტს სხვა ღილაკიც ქონია?
როგორც ცნობილი გახდა, ვანო ჯავახიშვილი და კომედი ჯგუფი მთავარ არხზე გადადიან. ვანო ჯავახიშვილის პოსტს სწორედ ნიკა გვარამიას ახალი არხის ლოგოს ფოტო ადევს.
“პ.პ.ს ვანოს შოუს გარდა, იხილავთ ჩემი და ჩემი გუნდის კიდევ ორ სხვა ტელე-შოუს” – წერს ვანო ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში.