6 აგვისტოს „Black Sea Arena“-ზე ვანესა-მეის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისიდან დამატებითი (#856/855) მატარებელი დაინიშნა.
როგორც “ფორტუნას” “საქართველოს რკინიგზიდან” აცნობეს, 4-ვაგონიანი სამგზავრო შემადგენლობა ორივე მიმართულებით გადაიყვანს მგზავრებს.
მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 10:25, ურეკში ჩავა 14:51. ურეკიდან გამოვა 7 აგვისტოს 02:00 და ქ. თბილისში ჩამოვა 06:20. აღნიშნულ მატარებლებს გაჩერებები ქობულეთსა და ბათუმშიც ექნებათ.