„ლივერპულისა და ჰოლანდიის ნაკრების მცველი ვირხილ ვან დეიკი ბუქმეკერებისთვის ფავორიტია „ოქროს ბურთი 2019“-ის მისაღებად.
ლეო მესის კოპა ამერიკიდან გავარდნის შემდეგ, ერთ-ერთმა წამყვანმა საბუქმეკერო კანტორამ Sky Bet-მა კოეფიციენტები შეცვალა. ახლა მთავარ ფავორიტად ვან დეიკი მიიჩნევა (4/6). მას მოყვება მესი (6/5), კრიშტიანო რონალდო (12/1), მოჰამედ სალაჰი (12/1) და ედენ აზარი (25/1).
გასულ სეზონში ვან დეიკი „ლივერპულს“ დაეხმარა ჩემპიონთა ლიგა მოეგო. ნახევარფინალში მერსისაიდელებმა სწორედ მესის „ბარსელონა“ გააგდეს, ხოლო ვან დეიკმა არგენტინელს პირადი დუელიც მოუგო.
ხშირად არ ხდება, რომ „ოქროს ბურთს“ მცველი იგებდეს. ბოლოს ასეთი იტალიელი ფაბიო კანავარო იყო, როდესაც იტალიამ 2006 წლის მუნდიალზე გაიმარჯვა.