LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვან დეიკი ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელია

90
thumb_86102_default_news_size_5

„ლივერპულის“ მცველი ვირხილ ვან დეიკი ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ფეხბურთელების პროფესიული ასოციაციის (PFA) ვერსიით. ამის შესახებ ლონდონში გამართულ სპეციალურ ცერემონიაზე გამოაცხადეს.

ვან დეიკმა აჯობა „სიტის“ ლიდერებს – ბერნარდო სილვას, სერხიო აგუეროს და რაჰიმ სტერლინგს, „ჩელსის“ გამთამაშებელ ედენ აზარს და თანაგუნდელ სადიო მანეს.

2017/18 წლების სეზონში ეს ჯილდო კიდევ ერთმა „ლივერპულელმა“ მოჰამედ სალაჰმა მოიგო. ეგვიპტელმა უკვე მიულოცა ჰოლანდიელ პარტნიორს: „გილოცავ, დამსახურებულია!“.

გარდა ამისა, ვან დეიკი გახდა პირველი მცველი 2005 წლის შემდეგ, რომელმაც PFA-ს წლის მოთამაშის პრიზი აიღო. მაშინ ეს „ჩელსის“ კაპიტანმა ჯონ ტერიმ მოახერხა.

„ლივერპულს“ პრემიერლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 91 ქულა აქვს. ეს ბოლო 20 გათამაშებაში საკმარისი იქნებოდა ტიტულის მოსაგებად, მაგრამ ახლა მერსისაიდული გუნდი ქულით ჩამორჩება „სიტის“ და ყველაფერი სწორედ „ქალაქელების“ ხელშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები