LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვამაყობ ჩემი ბათუმელებით. ბათუმი ღირსებას რუბლებზე არ ყიდის!” – მიხეილ სააკაშვილი

131
sas

საკრუიზო ლაინერის „ასტორია გრანდეს“ შესვლასთან დაკავშირებით ბათუმში ჩატარებულ საპროტესტო აქციას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა.

“მე ვამაყობ ჩემი ბათუმელებით. ბათუმი ღირსებას რუბლებზე არ ყიდის! – წერს სააკაშვილი ფეისბუქში.

როგორც ის აღნიშნავს, მთავარი რუსული გემი ჯერ კიდევ გასაშვებია.

„რუსი ბოგანოები საქართველოს ვერ დაეპატრონებიან, თუნდაც იქამდე, სანამ მე, ცალკე აღებულ ქართველს, პირში სული მიდგას. ახლა შეტევის დროა! მთავარი რუსული გემი ჯერ კიდევ გასაშვები გვყავს!“ – წერს სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები