LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვალერი მელაძემ საქართველოს მოქალაქეობაზე განაცხადი შეიტანა

151

მომღერალმა ვალერი მელაძემ დაადასტურა, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე განაცხადი შეიტანა. რადიოსადგურ „გოვორიტ მოსკვას” ეთერში მელაძემ განაცხადა, რომ ეს რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას არ ნიშნავს.

„მე ამ ფაქტს არ ვმალავ. თუმცა, ეს რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას არ ნიშნავს. ჩემი ქმედებები რუსეთისა და საქართველოს კანონებს არ ეწინააღმდეგება“, – განაცხადა მელაძემ.

მომღერალმა განმარტა, რომ საქართველოში დაიბადა და გაიზარდა იმ დროს, როდესაც ამ ქვეყნებს შორის საზღვრები არ არსებობდა.

„თუმცა შემდეგ ეს საზღვრები გაჩნდა. ახლა კი მე მსურს, სულ მცირე ჩემთვის ეს საზღვრები კვლავ წავშალო. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ერთი მოქალაქეობის მიღებით მორალურ ზიანს არავის მივაყენებ“, – განაცხადა მელაძემ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში დაბადებულ მომღერალს საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურს და შესაბამისი თხოვნით მან იუსტიციის სამინისტროსაც მიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები