LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვალერი მელაძე: „არ შემიძლია, ვინმეს ვერ ვიტანდე, მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, ახლობელ ერებს შორის შეთანხმება აღდგეს“

154
BeFunky-collage (1)

რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის მომღერალი ვალერი მელაძე უკრაინის მხარდამჭერი სიტყვების გამო რუსეთში გამოწვეულ აღშფოთებას საკუთარ „ინსტაგრამ“ გვერდზე გავრცელებული პოსტით პასუხობს და წერს, რომ ათი თვეა, ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად ცხოვრობს მწუხარების გრძნობით, რადგან მელაძის თქმით, მის საყვარელ ხალხებს შორის კონფლიქტია და ადამიანები იღუპებიან.

„ხალხო, მინდა, მომისმინოთ და გაიგოთ ჩემი სიტყვები. აი, უკვე 10 თვე მე, ისევე, როგორც ბევრი სხვა ადამიანი, ვცხოვრობ სიმძიმისა და სევდის შეგრძნებით. ასე გამოვიდა, ჩემს ძლიერ საყვარელ ერებს კონფლიქტი აქვთ, რომელშიც ადამიანები იღუპებიან.

მე არ შემიძლია და არ მინდა, ვინმეს ვერ ვიტანდე და არ ვცდილობ, ვინმეს ვასიამოვნო. მე მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, რომ ანტაგონიზმი შეწყდეს და ახლობელ ერებს შორის შეთანხმება აღდგეს. მზად ვარ, ამაში მთელი ჩემი ენერგია ჩავდო“, – წერს ვალერი მელაძე

რუსეთის დუმის და ფედერაციის საბჭოს ზოგიერთმა წევრმა ვალერი მელაძისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა მოითხოვა მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელებით გავრცელდა სავარაუდოდ, დუბაიში გამართულ წვეულებაზე გადაღებული ვიდეო.

იხილეთ ვრცლად:

მოქალაქეობა და ტიტულები უნდა ჩამოერთვას – რატომ დაუპირისპირდნენ ვალერი მელაძეს რუსეთში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები