პარიზში დასრულდა ”დიდი სლემის” ტურნირი ძიუდოში,რომლის გამარჯვებულიც 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვალერი ლიპარტელიანი გახდა.მან ხუთივე გამართულ შეხვედრაში სუფთა გამარჯვება მოიპოვა.
ლიპარტელიანმა ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ესტონელი ალექსანდრ მარმელიუკი და რუსი საიდ ემი ჟამბეკოვი, მეოთხედფინალში მასპინძელ აქსელ კლერგეს სძლია, ნახევარფინალში კი სერბ ალექსანდრ კუკოლჯის.ფინალში ლიპარტელიანის მეტოქე კიდევ ერთი ფრანგი-ალექსანდრ იდირი იყო.მიუხედავად
იმისა,რომ იდირი ბოლო პერიოდში ქართველებისათვის უხერხულ მეტოქედ იქცა,ლიპარტელიანმა ამჯერად ყოველგვარი გართულებების გარეშე შეძლო მისი დამარცხება და მთავარ პრიზს დაეუფლა.
ამ მოგებით ქართველ ძიუდოისტს სალიცენზიო რეიტინგში 500 ქულა მოემატა.
პარიზში ქალთა ტურნირში მონაწილეობდა ესტერ სტამი,რომელმაც ძალები 70 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოსინჯა.სტამმა პირველი შეხვედრა იპონით კი
მოუგო რუს ალენა პროკოპენკოს, მაგრამ მეორე წრეში გერმანელ ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორ ლაურა ვარგას-კოჩთან დამარცხდა.