LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Valentino-მ კიმ კარდაშიანისთვის დახვეწილი და ელეგანტური თეთრი კაბა შექმნა (ფოტოები)

2515

კიმ კარდაშიანი InStyle-ის დაჯილდოვებას საპატიო სტუმრის ამპლუაში ესწრებოდა. ლოს-ანჯელესში გამართულ წვეულებაზე ის Valentino-ს მიერ შექმნილ ელეგანტურ, თეთრ კაბაში გამოცხადდა. გამორჩეულად დახვეწილი იყო მისი მაკიაჟი და ვარცხნილობაც. ფოტოგრაფების ყურადღება მიიქცია კიმ კარდაშიანის საქორწილო ბეჭედმაც, რომელიც მას საკმაოდ მჭიდროდ ჰქონდა თითებზე, ორსულობის დროს მომატებული წონის გამო. კიმ კარდაშიანი ამჯერად ორსულობის მერვე თვეში იმყოფება.

InStyle-ის დაჯილდოვების ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ სელენა გომესი, ოლივია კულპო, ალესანდრა ამბროსიო, გვინეთ პელთროუ, ქეით ჰადსონი და მირანდა კერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები