LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვალდებულები ვართ დავიცვათ თანასწორობა – ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე

86
tarielnakaize

“კანონპროექტი, რომელიც დღეს სავარაუდოდ, დარეგისტრირდება საკანონმდებლო ორგანოში, ვფიქრობთ, რომ არის ძალიან სერიოზული პრობლემის შემცველი, განსაკუთრებით დისკრიმინაციული,”- ამის შესახებ „ქართველ მუსლიმთა კავშირის” თავმჯდომარემ, ტარიელ ნაკაიძემ ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, არ შეიძლება რომელიმე რელიგიური ორგანიზაცია უპირატესი იყოს სხვა რელიგიურ ორგანიზაციასთან მიმართებაში.

“რაც შეეხება მუსლიმი თემის დამოკიდებულებას, ზოგადად მუსლიმ თემს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ უჭირს, არასოდეს გაქცეულა სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან. ჩვენ, როგორც მოქალაქეები, ვალდებულები ვართ დავიცვათ ქვეყნის დემოკრატიულობა, ამ ქვეყნის სეკულარიზმი, თანასწორობა და თანასწორუფლებიანობა. არ უნდა დავუშვათ, რომ რაიმე სახის დისკრიმინაციას თანხმობა ჰქონდეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბრძოლა ამ მიმართულებით,” – განაცხადა ნაკაიძემ.

სესიაშვილის კანონპროექტის თანახმად, უქმდება ის ნორმა, რომლითაც მღვდელთმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ. ჯარისგან თავის დაღწევის საშუალებას მხოლოდ მართლმადიდებელ მღვდლებს რჩებათ, რადგან მათ ამის საშუალებას კონკორდატი აძლევს. საკონსტიტუციო შეთანხმებას კი დეპუტატის შემუშავებული კანონპროექტი არ ეხება.

ჯარისგან თავის დაღწევა – რას დაუპირისპირებენ რელიგიური კონფესიები სესიაშვილის კანონპროექტს